ახალი ამბები
"ასფალტის ქალები" - პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში პროექტის "ასფალტის ქალები" პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში გამოშვებული ბროშურა წარმოადგინეს, რომელშიც ათი ქალის ისტორია შევიდა.

ათი ყოფითი დრამა, რომლის მონაწილენი, როგორც სოციალურად დაუცველები და შეღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები, ისე სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებებისა და განათლებისათვის" ახორციელებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი იმერეთის მასშტაბით 37 ათასს აჭარბებს. მათ შორის, უსახლკარო ოჯახების რაოდენობა, მხოლოდ ქუთაისში ასობითაა.

"ჩვენი პროექტი ვერ მოიცავს ამ მაშტაბებს და ის, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, თუმცა ამით ვიწყებთ და ამ საქმაინობას შემდგომი გაგრძელება ექნება", - აღნიშნა პროექტის დირექტორმა, ქეთევან ბერძენიშვილმა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ადვოკატირებას უწევენ ათივე ადამიანს და ცდილობენ მათი პრობლემის შემსუბუქებას, რიგ შემთხვევაში მათ მოგვარებასაც. პროექტში ჩართული იყო როგორც ჟურნალისტი, ისე იურისტი, რომელიც ბენეფიციარებს კონსულტაციებს უწევდა.

"ამ ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში საკუთარ უფლებებზე მცირე ინფორმაცია გააჩნიათ. მათ არ იცოდნენ იმ სერვისების შესახებაც, რისი ვალდებულებაც მათ წინაშე სახელმწიფოს აქვს", - აღნიშნა იურისტმა, ქეთი სვანიძემ.

პრეზენტაციაზე ითქვა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებზეც, რომელთაც გარდა სოციალური პრობლემისა, დამატებით სხვა ტიპის დილემის გადაჭრაც უწევთ, რასაც სტერეოტიპები და საზოგადოებრივი აზრი ქვია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.