ახალი ამბები
ბაღდათში აჯამეთის ტყის აღდგენა და შემოღობვა იგეგმება
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე ტყის აღდგენა და არსებული სანერგეების ეკლიანი მავთულით შემოღობვა იგეგმება.

პროექტს "2016 წლის ტყის მართვისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები" დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს.

სანერგეების აღდგენისთვის და ტერიტორიის შემოღობვისთვის უწყებამ მიმდინარე წლის 14 ნოემბერს 28 000 ლარი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აჯამეთის აღკვეთილში არსებული 9 ჰექტარი ფართობი 1 170 მეტრი ღობით შემოისაზღვრება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ვარციხესა და ობჩაში უნდა განხორციელოს.

სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება 2016 წლის 18 ნოემბერს დასრულდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.