ახალი ამბები
10 თვის ჩვილის ცემაში ბრალდებულ ძიძას 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური ვებ–გვერდის უწყებით, ახალშობილის ცემისთვის ბრალდებულ ძიძას გირაო შეეფარდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ ელენე ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო - 1000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით," – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ბრალდებული გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გათავისუფლდება.

"სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას, დასაბუთებული ვარაუდის შესაბამისად, დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის, ბრალდებულის საქმის მიმართ უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, მისი პიროვნების, ემოციური ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან არასათანადო ქცევის რისკი. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 21 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება,"– აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვანის ცემის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ქალი დააკავა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა.

სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მან 10 თვის გოგონას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახ დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ფაქტი ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

შსს ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე საქმე საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.