ახალი ამბები
ქუთაისში კომპანია "SMK"-ს ყოფილი თანამშრომელი კომპენსაციას სთხოვს
FaceBook
ქუთაისში, კომპანია "SMK"-ს ყოფილი თანამშრომელი, ივანე შალამბერიძე კუთვნილ კომპენაციას ითხოვს.
წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყოფილი ზედამხედველის თქმით, ადმინისტრაციამ ის ვადაზე ადრე გამოუშვა სამსახურიდან და კუთვნილი კომპენსაცია არ მისცა.

"ხელშეკრულებაში მითითებული არის ერთ-ერთ პუნქტად, რომ თუკი ვადაზე ადრე გაგვათავისუფლებდა სამსახურიდან, ასეთ დროს ის ვალდებული იყო ერთი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია მოეცა. თუმცა, ასე არ მოქცეულან. გათავისუფლებამდე არანაირი გაფრთხილებაც არ მოუციათ. ამ თანხას მაინც არ შევარჩენ", - ამბობს გათავისუფლებული თანამშრომელი.

კომპანია SMK-სთან მიმიდინარე წლის 17 მაისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, შალამბერიძეს კომპანიის მიერ დაქირავებულ ზედამხედველად, 2016 წლის 15 ნოემბრამდე უნდა ემუშავა. თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმება ვადაზე ადრე კომპანიის მიერ შეწყდა. SMK-ას ადმინისტრაციამ ივანე შალამბერიძე მიმდინარე წლის აგვისტოში გაათავისუფლა.

როგორც გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, ადმინისიტრაციამ სიტყვიერად განუცხადა, რომ ის სამსახურიდან კადრების შემცირების გამო გაათავისუფლა.

"თუმცა, მაშინ ჩემს გარდა არავინ გაუთავისუფლებიათ. სიმართლე გითხრათ, რეალური მიზეზი არ ვიცი რა არის, რადგან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ მოუციათ", - ამბობს ივანე შალამბერიძე.

მან, კომპენსაციის მიღებისა და საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, ადვოკატს მიმართა. მისი ინეტერესების დამცველის, ვახტანგ კვანტალიანის განმარტებით, კომპანიის ადმინსიტრაციას გათავისუფლების შესახებ ბრძანების მოთხოვნით წერილობით მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

"პირველ ეტაპზე მოვითხოვეთ ბრძანება და ამის მიხედვით გადავწყვეტთ საქმეს რა მსვლელობა მივცეთ", - ამბობს ადვოკატი.

თავად, SMK-ს ქუთაისის წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ შალამბერიძე უდისციპლინობის გამო გაათავისუფლეს, თუმცა დარღვევას არ აკონკრეტებენ.

კომპანიაში, ასევე, ირწმუნებიან, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლი ადვოკატის ორი დღის წინ გაუგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ SMK -ს თანამშრომლები, რომლებიც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არიან დასაქმებული, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის მიზნით გაიფიცნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.