ახალი ამბები
ქუთაისში "მოსახლეობის ფორუმი" გაიხსნა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში "მოსახლეობის ფორუმი" გაიხსნა.


შეხვედრაზე ქუთაისის მერიამ და საქართველოს მედია კლუბმა ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია "ქუთაისი 2021"ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს და ახალგაზრდობას გააცნეს.

"ქუთაისი 2021" შვიდ სტარატეგიულ მიზანს და 10 პროგრამას მოიცავს. მათ შორის, ერთ-ერთ პრიორიტეტი, ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გაზრდაა.

"შეხვედრა ითავლისწინებს დამტკიცებული სტრატეგიის ეკონომიკური პროგრამის კიდევ ერთხელ პრეზენტაციას, ასევე ვისაუბრეთ ბიჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი საზოგადოება დაიყოფა სამ ჯგუფად. ისინი სამ მიმართულებაზე იმუშავებენ. ეს არის ინფრასტრუქტურის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საკითხები. აქ წამოჭრილი თემები განიხილება და მაქსიმალურად შევეცებით ეს აისახოს მომავალი წლის ბიუჯეტში," - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ.

შეხვედრას, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. მათი თქმით, ხალხის აზრის გათვალისწინება ყოველთვის უკეთესი შედეგის მომტანი იქნება ქალაქის ბიუჯეტისთვის.

"უკვე მიხვდა თვითმმართველობა, რომ აუცილებელია მოსახლეობაც ჩაერთოს ბიუჯეტის დაგეგმვაში. აქ უკეთ ჩანს პრიოერიტეტბი და შესრულებული სამუშაოები. გავაჟღერებ შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ჩემს უბანში არის და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს," - განაცხადა ჯავახიშვილის #26 ბინის ამხანაგობის თავმჯდომარემ, ლია აბჟანდაძემ.

საშუალოვადიანი სტარტეგიული გეგმის მიხედვით, ქუთაისში საკონცერტო დარბაზის და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფილიალის გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, "ქუთაისი 2021"–ში ყურადღება გამახვილებულია სპორტის სფეროში ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობაზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.