ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში სატელევიზიო გადაცემის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლა.

მათ თეატრში სატელევიზიო გადაცემის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართეს.

როგორც პრეზენტაციის ორგანიზატორები განმარტავენ, პირველი არხის ტელეფილმების გაერთიანება აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი პროექტების წარდგენას.

მხატვრული და დოკუმენტური სტუდიების შემოქმედებითმა ჯგუფმა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის "გააგრძელე საქართველოს ისტორია" მეორე სეზონის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციამდე მოეწყო ვანო ფიცხელაურის მიერ შექმნილი ფოტონამუშევრების გამოფენა.სადაც პროექტის ფარგლებში ფილმების გადაღების პროცესი იყო ასახული.

პრეზენტაციაზე, ასევე, აჩვენეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხატვრული ფილმების სტუდიის პროექტის "დღეები და ღამეების" ფილმი "კადეტი", რომელიც აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით ალექსანდრე ჯანდიერმა გადაიღო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო
საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი წარმომადგენლები
ოთხწლიანი ინიციატივის
11:26 / 13.09.2025
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი წარმომადგენლები ოთხწლიანი ინიციატივის "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი" წარმატებით დასრულების აღსანიშნად შეიკრიბნენ.
ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას
წყვეტს.
12:51 / 12.09.2025
ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას წყვეტს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.