ახალი ამბები
შოთა მურღულია მთავრობის სახლის შენობაზე – ხელისუფლება მოუძებნის ფუნქციას ან გაყიდის
FaceBook
ქუთასის მერის განცხადებით, პარლამენტის გვერდით მდებარე, მთავრობის სახლის შენობას ხელისუფლება ფუნქციას მოუძებნის ან გაყიდის.

"ჯერ ერთი, რომ თვითონ შენობაა საკმაოდ ძვირადღირებული და მისი ექსპლოატაცია მნიშვნელოვნად გაზრდიდა ადმინისტრაციულ ხარჯებს. 100 ათასობით ლარია საჭირო, რომ ელემენტარული გათბობა–გაგრილების სისტემამ იმუშაოს. მეორეც, არც გვაქვს იმის საჭიროება, რომ რომელიმე შენობა სხვაგან გადავიდეს. ჩვენ არა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება მოუძებნის მას ფუნქციას ან გაყიდის,"–განაცხადა ქალაქის მერმა.

რაც შეეხება პარლამენტს, მურღულიას თქმით, შენობა უფუნქციოდ ვერ დარჩება, ვინაიდან პარლამენტის გადატანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"არ უნდა დადგეს დღის წესრიგში ეს საკითხი. მეორე არჩევნებია ამას ვამბობ და ასეც არის,"– ამბობს მურღულია.

მთავრობის სახლი ქუთაისში 2011 წელს აშენდა. მისი მშენებლობა სახელმწიფოს 80 მილიონი ლარი დაუჯდა.

გასულ წელს შენობის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანაზე იყო საუბარი, თუმცა, ის არ გაიყიდა.

რაც შეეხება პარლამენტს, მის მშენებლობას 360 მილიონი ლარი დასჭირდა. ქუთაისში პარლამენტი 2012 წლის 26 მაისს გაიხსნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 3
პირი დააკავეს.
12:22 / 16.08.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 3 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.