ახალი ამბები
„ბიუჯეტი ხალხთან ერთად“ –ქუთაისის მერიისა და მოსახლეობის განსხვავებული პრიორიტეტები
FaceBook

ქუთაისის მერიამ 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა დაიწო.



პროექტი განსახილველად საკრებულოს მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე უნდა გადაეცეს.

"ბიუჯეტი ხალხთან ერთად" ქუთაისში 2008 წლიდან ხორციელდება.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის დაგეგმარების ეს მეთოდი თვითმმართველობამ წელსაც ქალაქის ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრებით დაიწყო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, მოსახლეობის წინადადებებსა და მოსაზრებებს ეცნობიან.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურული გეგმები მოსახლეობის ნაწილისთვის მისაღები, თუმცა არაპრიორიტეტულია.

ქალაქის მომავალი ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობა არ მიუღია ჯავახიშვილის ქუჩის # 1 კორპუსის მცხოვრებლებს. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებიდან ბიუჯეტის დასაგეგმად მათთან არავინ მისულა.

"რომც მოსულიყვნენ, არავინ დაელაპარაკებოდა. განაწყენებულია ხალხი. რამდენჯერ ვთხოვეთ დახმარება – მოვლენ, ნახავენ, მიდიან. საბოლოოდ კი, არაფერი კეთდება," – ამბობს ჯავახიშვილის ქუჩის # 1 ბინის მცხოვრები გია ბენდელიანი.

ქუთაისში საღარაძის ქუჩის მცხოვრები მარინე ბერაძე კი ამბობს, რომ ქალაქში უმთავრესი პრობლემა დაბალი სოციალური ფონია და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაო ადგილების შექმნაზე უფრო მეტი უნდა იზრუნოს.

"ყველაფერი საჭიროა, ქუჩების მოწესრიგებაც მათ შორის, მაგრამ დასაქმებას რომ ვერ ვახერხებ, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი პრობლემა. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვა ყველაზე მეტად სჭირდება ხალხს. თუ არ ვიარსებე, რა აზრი აქვს სხვა დანარჩენს," –აცხადებს მარინე ბერაძე.

სოციალური პრობლემებია პრიორიტეტული უქიმერიონის მუნციპალიტეტის მოსახლეობისთვისაც. ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, ნომერ პირველი პრობლემა ქალაქში დაბალი სოციალური ფონია, რაც უმუშევრობითაა გამოწვეული.

საღარაძის ქუჩაზე არსებული ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე, ცისანა სვანიძე კი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტების მოსახლეობასთან ერთად დაგეგმვმა აზრს მოკლებულია.

"არაფერს აზრი არ აქვს. მაინც რაც უნდათ იმას აკეთებენ. რაც გინდა და რამდენიც გინდა მოითხოვე, არავინ ყურადღებას არ გაქცევს", –აცხადებს ცისანა სვანიძე.

"ოპერაციას ვუკეთებ მეუღლეს, პირველად მაქვს შეხება ჯანდაცვის ამ ახალ პროგრამასთან და ახლა უფრო კარგად მივხვდი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად უნდა დაუდგეს გვერდით ასეთ დროს ხალხს," – ამბობს ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები, ნინო ავალიშვილი.

ქუთაისის მერიაში კი ირწმუნებიან, რომ მოსახლეობა გასული წლის მსგავსად, წელსაც გზების დაგებას, ქუჩების მოწესრიგებას, ეზოების კეთილმოწყობასა და მსგავსი პროექტების განხორციელებას ითხოვს.

ვიცე–მერის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ინფრასტრუქტურა იქნება.

"ეს არის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია ხელი შეუწყოს მოსახლეობას და ბიზნეს–ორგანიზაციებს, რათა ქალაქში მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ინფრასტრუქტურა," – აცხადებს კოტე ქავთარაძე.

ქუთაისის მერიამ, წელს  90 ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად,   რეგიონალური განვითარების ფონდს 38 მილიონის მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, რაც 25 მილიონი ლარით მეტია გასულ წელს ამავე მიზნით მობილიზებულ თანხაზე.  

ამავე დროს, ქუთაისის ვიცე–მერი კოტე ქავთარაძე ირწმუნება, რომ 2017 წელს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა მიმდინარე წელთან შედარებით გაზრდილი იქნება.

ახალი ბიუჯეტი ქალაქს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ექნება.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.