ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ENPARD-ის პროგრამის კონფერენცია მიმდინარეობს
FaceBook

ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მცირე ფერმერების პროდუქტიულობის ზრდის სამწლიანი მუშაობა შეაჯამეს.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის ("სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების") პროგრამის ფარგლებში იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მცირე ფერმერების პროდუქტიულობის ზრდის სამწლიანი მუშაობის შემაჯამებელი, უწყებათაშორისი კონფერენცია გაიხსნა.

სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მცირე ფერმერების კოოპერაციის და პროფდუქტიულობის ზრდის მუშაობის შედეგებს შეაჯამებენ.

კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა საქართველოში ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება.

მისი მიზანი ქვეყანაში სოფლად არსებული სიღარიბის აღმოფხვრა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

"კოოპერატვი სწორედ იმიტომ იყო მხრდაჭერილი, რომ გაგვეძლიერებინა სოფლის მეურნება. ENPARD-ის პროგრამის ფარგლბში მათ შევუძინეთ საჭირო ტექნიკა და დავეხმარეთ იმ პრობლემები გადაჭრაში, რაც აქამდე სიძნელეს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის დარგში," - განაცხადა ENPARD-ის პროექტის განმახორციელებელი ორგანიაზაციის "ადამიანი გაჭირვაბაში" საინფორმაციო ოფიცერმა, სოფო ფუტკარაძემ.

კოოპერატივის წევრია ალექსანრდე მშვილდაძე. მისი თქმით ახალი პროექტის დახმარებით მან ბიზნესის გაფართოება შეძლო.

"წელს უკვე 12 ტონა სიმინდის მოსავალი ავიღე. შიში აქვს ხალხს, თორემ კოოპერატივის გარეშე გლეხი ბაზარზე ვერ გავა. მე ძალიან დამხემარა, ქართველი კაცისთვის არის მორგებული," - განაცხადა ალექსანდე მშვილდაძემ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტი საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება.

"პროექტი სამი ეტაპისგან შედგება. პირველ იყო 52 მილიონი ევროს დაფინანსება, მეორე ეტაპზე 50, ხოლო მესამე ეტაპზე დაგეგმილია 78 მილიონიანი ევროს ინვესტიციის განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობაში,"- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, კრისტინა კასელმა.


ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მცირე ფერმერების პროდუქტიულობის ზრდის სამწლიანი მუშაობის შემაჯამებელი, უწყებათაშორის კონფერენცია პრაღის სიცოცხლის შემსწავლელი უნივერსიტეტისა და ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა.

კონფერნცია ორდღიანია და ის მიმდინარე წლის 9 ნოემბერს დასრულდება.




 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის
სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
14:44 / 07.05.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
12:36 / 07.05.2024
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.