ახალი ამბები
ქუთაისის ტურისტული ცენტრი დეკემბრის თვეში გაიხსნება
FaceBook
ქუთაისის ტურსტულ–საინფორმაციო ცენტრი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას.

ქუთაისის ვიცე–მერის კოტე ქავთარაძის თქმით, შენობაში მიმდინარე  კაპიტალური სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

"ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი და დეკემბრის ბოლოსთვის გავხსნით",–აცხადებს კოტე ქავთარაძე.

მისი თქმით, ცენტრი ჯერ ააიპი დაწესებულებად ჩამოყალიბდება და მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიზნით თანხის გათვალისწინებაც მოხდება, რაც მინიმალური იქნება და 20 000 ლარს არ გადააჭარბებს.

რაც შეეხება კადრებს, ვიცე–მერის განცხადებით, პირველ ეტაზე ადგილზე  ქუთაისის მერიის შენობაში  არსებული ტურისტული მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გადაინაცვლებენ და ხარჯებიც მანამდე არ გაიზრდება, ვიდრე ცენტრს საკუთარი  შემოსავალი არ გაუჩნდება. 

"ჯერ რაღაც შემოსავალი უნდა მოიტანოს. მანამდე არც თანამშრომლების რაოდენობა და არც დაფინანსება არ გაიზრდება",–აცხადებს კოტე ქავთარაძე.

ქუთაისის მერიამ ტურისტული ცენტრისთვის  რუსთაველის #9–ში, ლუდსახარში  "მირზაანის" ყოფილი შენობა გასულ წელს შეიძინა. ტურისტული ცენტრის მოსაწყობად კი ტენდერი  მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა.

შენობაში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "პარმაღი" 162 000 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების
შედეგად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე
დაინიშნა.
11:09 / 17.07.2025
საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა.
დღეს, 17 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჭიათურაში
დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, თენგიზ
გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძის პროცესი გაიმართება.
10:06 / 17.07.2025
დღეს, 17 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, თენგიზ გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძის პროცესი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.