რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა სასცენო დეკორაცია.
სახალხო დღესასწაულზე რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
მოგვიანებით პოეტის სახლმუზეუმში ადგილობრივი მსახიობები ლიტერატურულ კომპოზიციას წარმოადგენენ.
საჩხერის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმღერებს ანსამბლი „მოდინახე“ .
15:00 საათიდან რკინიგზის მოედანზე დაიწყება სპორტული თამაშობები და გამოფენა. მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები.
16:00 საათიდან კი თეიმურაზ წიკლაურთან ერთად, ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებლები დასკვნითი კონცერტს გამართავენ.
სახალხო დღესასწაულზე დააჯილდოვებენ საჩხერის საპატიო მოქალაქეებსაც.
„მუხრანობა 2016–ს“ საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.
ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროს დამცავი კედლების მდგომარეობის გამო დახმარებას ითხოვს.




მასალის გამოყენების პირობები