ახალი ამბები
ზესტაფონში საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს კოორდინატორები აკონტროლებენ
FaceBook
ზესტაფონის სამაჟორიტარო ოლქში #4 საარჩევნო უბნის შესასვლელთან მდგომი პირები უბანში შესულ ამომრჩეველს აკონტროლებენ.

ეკითხებიან სახელს და გვარს და მონაცემებს ფურცლებზე აღრიცხავენ.

ისინი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობენ, რომ კოორდინატორები არიან, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელი პარტიიდან.

"კოორდინატორი ვარ და ვამოწმებ ჩემი უბნიდან რამდენი ამომრჩეველი მოვა ხმის მისაცემად", -აღნიშნავს ერთ-ერთი პირი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის გიორგი სანტურიანის განმარტებით, კანონი არ კრძალავს მსგავს ქმედებას.
"სამწუხაროდ, კანონი არ კრძალავს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაციას, ამიტომ კოორდინატორების ქმედებაზე რეგულაცია არ მოქმედებს, თუმცა ეს არაპირდაპირ გავლენას ახდენს ამომრჩეველზე", - აღნიშნა გიორგი სანტურიანმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები
ადგილების რაოდენობა იცვლება — ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან
პროგრამებზე 21 574 ადგილი განისაზღვრა, ხოლო მაგისტრატურაში 3 335.
12:59 / 27.02.2026
2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა იცვლება — ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან პროგრამებზე 21 574 ადგილი განისაზღვრა, ხოლო მაგისტრატურაში 3 335.
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან
ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი
დააკავეს.
22:30 / 26.02.2026
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.