ახალი ამბები
ქუთაისის #86-ე უბანზე კომისიის მდივანმა საკონტროლო ფურცელი დარღვევით შეავსო
FaceBook
ქუთაისის # 59-ე ოლქის 86-ე უბანზე კომისიის მდივანმა საკონტროლო ფურცელი დარღვევით  შეავსო.


ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაცია "საიას" დამკვირვებელმა დააფიქსირა. მერი ჩაჩავას თქმით, მდივანმა საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და პირადი ნომერი არ მიუთითა.

"საკონტროლო ფურცელი არ იყო ბოლომდე შევსებული, თუმცა, მდივანმა განაცხადა, რომ მექანიკური შეცდომა დაუშვა, რის გამოც მხოლოდ შენიშვნა მივუთითე ჩანაწერთა წიგში",-ამბობს მერი ჩაჩავა.

"ვაღიარებ, რომ მექანიკურად შემეშალა. ვეღარ მოვასწარი ბოლომდე შევსება ისე ჩააგდო ამომრჩეველმა ყუთში",-განაცხადა კომისის მდივანმა  სოფო ნიჟარაძემ.   

საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, რომელიც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართა, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა ფიქსირდება. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.