ახალი ამბები
ქუთაისში "მადლიერების სახლის" სარემონტო სამუშაოებზე 30 000 ლარზე მეტი დაიხარჯა
FaceBook
ქუთაისში "მადლიერების სახლში" სასადილო ოთახი გარემონტდა.

დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციით, პირობების გაუმჯობესების მიზნით, მოწესრიგდა სამზარეულო და საწყობი, ასევე სველი წერტილები ქალებისა და მამაკაცებისთვის და თანამშრომელთა გასახდელი.

"მათთვის შეიქმნა პირობები, რომ უკეთესად იმუშაონ და უფრო მეტი ხალისითა და ენერგიით მიემსახურონ ბენეფიციარებს. არსებული პირობები ყველანაირად აკმაყოფილებს სტანდარტებს," - ამბობს "მადლიერების სახლის" დირექტორი, რევაზ ჩახუნაშვილი.

გარემონტებული სასადილო ოთახის გახსნას ქუთაისის მერი დაესწრო.

"აქ შეჭირვებული ადამიანები დადიან. მათ თავის დროზე ძალიან დიდი როლი აქვთ ქალაქის განვითარებაში შეტანილი და ამ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

"მადლიერების სახლის" სარემონტო სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი მიმდინარე წლის 26 ივლისს გამოაცხადა. ელექტრონული შესყიდვის ღირებულება 44 983 ლარი გახლდათ, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ა +ბ" სამუშაოების შესრულებაში 33 736 ლარი მოითხოვა.

"მადლიერების სახლში" უფასო ყოველდღიური სადილით 800 ბენეფიციარი სარგებლობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.