ახალი ამბები
ქუთაისელები მომავალ დეპუტატებს მიმართავენ
FaceBook
მედიისა და სამოქალაქო სექტორის წევრები პარლამენტის ქუთაისში დარჩენას ითხოვენ

ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მომავალ დეპუტატებს, რომლებიც ახალი მოწვევის პარლამენტში შეიკრიბებიან, მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც პარლამენტის თბილისში გადატანას გულისხმობს.

"ქუთაისმა უნდა შეინარჩუნოს საპარლამენტო სტატუსი, აქ ცხოვრობენ ადამიანები რომლებსაც ხმამაღალი პოზიცია აქვთ, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს," - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგის," გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანით ქალაქი ვერ განვითარდება.

"ქუთაისის ხსნა არის მის საპარლამენტო სტატუსში, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის წინააღმდეგია, რადგან თუ ასე მოხდება ქალაქი ჩამორჩება,"– ამბობს "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე

მედიის წარმომადგენლების აზრით, ქუთაისს საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის იდეის პარალელურად, საპარლამენტო სტატუსი უნდა დარჩეს.

"ქუთაისისდან პარლამენტის გადატანას ქალაქის საგანმანათლებლო სტატუსს უპირისპირებენ, ეს ძალიან კარგია, რომ ქალაქგარეთ აშენდება უნივერსიტეტი, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ სანაცვლოდ პარლამენტი დედაქალაქში გადავიდეს," – აცხადებს ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.