ახალი ამბები
ქუთაისის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი მხარდაჭერას "ქართულ ოცნებას" უცხადებს
FaceBook
ქუთაისის #47–ე ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნატო დანელიამ "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი თქმით, ის პოლიტიკაში დარჩენასა და სურვილის შემთხვევაში "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას აპირებს.

"მე შევხვდი გენადი მარგველაშვილს. გავაცანით ერთმანეთს საკუთარი გეგმები და ვისაუბრეთ პოლიტიკური საკითხების შესახებ. თუ "ქართულ ოცნებას" ექნება სურვილი თანამშრომლობის, მე აუცილებლად დავთანხმდები მათ შემოთავაზებებს და "ქართულ ოცნებას" მხარს დავუჭერ", – განაცხადა ნატო დანელიამ.

მან ეს განცხადება ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. 

ნატო დანელიას განცხადებით, ის პოლიტიკაში რჩება და საქმიანობას გააგრძელებს.

მან 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1 311 ხმა დააგროვა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.