ახალი ამბები
"მაპატიე სიყვარულისთვის" - წიგნის პრეზენტაცია წყალტუბოში
FaceBook
წყალტუბოში, სასტუმრო "პრომეთეს" საკონფერენციო დარბაზში , მარი კირიაკიდის წიგნის – "მაპატიე სიყვარულისთვის" პრეზენტაცა გაიმართა.

ღონისძიებას ავტორის მეგობრები, ახლობლები და მკითხველები ესწრებოდნენ. მათ საკუთარი შთაბეჭდილებები ავტორს ადგილზევე გაუზიარეს.

"მე, მარი კირიაკიდი მოგითხრობთ ჩემს ფიქრებში დაბადებულ ამბავს, რომელიც ნაწილობრივ რეალური ცხოვრებიდან ავკრიბე," - წერს ავტორი წიგნის წინათქმაში.

წიგნში გადმოცემულია ნიკოლასისა და ელის ისტორია, მათი წრფელი, კეთილი, ჯანსაღი სიყვარული, რომელსაც თან ტკივილი, სევდა, განშორება და ცხოვრების გაგრძელების ჩვეულებრივი ფინალი მოსდევს.

წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. მისი რედაქტორის, წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესორის, მზია თადუმაძის განცხადებით, "მაპატიე სიყვარულისთვის" დაწერილია ახალგაზრდა ქალის მიერ, რომელიც პირველად შეეჭიდა სიტყვას.

"ავტორს უყვარს შრომა, წერა და აზროვნება. ამ წიგნში არის ავტორის დამოკიდებულება სიყვარულისადმი, ოჯახისადმი, ბევრი პროტოტიპია მისი გარემოცვის. მინდა ყველას ვურჩიო წაიკითოს "მაპატიე სიყვარულისთვის". მე, როგორც რედაქტორი, ვამბობ, რომ მარიამთან მუშაობა ყველაზე კონფორტული იყო, რადგან თითქმის ყველაფერში წამომყვა," - ამბობს მზია თადუმაძე.

22 წლის ავტორმა, პრეზენტაციაზე დამსწრეები წიგნით "მაპატიე სიყვარულისთვის" და საკუთარი ავტოგრაფიით დაასაჩუქრა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.