ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით 36–ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია გაიმართა.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და წერეთლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით შედგა.

"ქუთაისში მეექვსედ ვართ. მთავარი და არსებითი თემატიკა სამეცნიერო მოხსენებია ქართველური დიალექტოლოგიის თემებზე. ქართული ენის დიალექტები, სვანური და მეგრულ-ჭანური თემების კვლევა მიმდინარეობს", – ამბობს პროფესორი, გიორგი გოგოლაშვილი.

ყოველწლიური კონფერენცია სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებში მორიგეობით ტარდება.

"ის კავშირები, რომლებიც ტრადიციულად არსებობდა, გაწყვეტილია, რაც უნივერსიტეტების ავტონომიამ და საერთო სამეცნიერო სისტემის დაშლამ გამოიწვია. ეს დიალექტოლოგიური კონფერენცია შემაკავშირებელ როლს თამაშობს. ქუთაისი კი ამის ერთ–ერთი ტრადიციული და თბილი მასპინძელია," - განაცხადა ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ავთანდილ არაბულმა.

კონფერენციაში თბილისის, ბათუმის, თელავის, გორისა და ახალციხის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძებას სტუდენტები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

სამეცნიერო სესია ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ორ სექციად იმუშავებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.