ახალი ამბები
ქუთაისში ხმაურის მაჩვენებელი მაღალია - გარემოს ეროვნული სააგენტო
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპრეს-ლაბორატორიამ ქუთაისში, მერიის შენობის წინ, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელექტრომაგნიტური გამოსხივებისა და ხმაურის მონიტორინგი ჩაატარა.


შედეგებით დადგინდა, რომ ქალაქში ხმაურის დონე დასაშვებ ზღვარს, 0,7 დეციბალს აღემატება. ექსპრესლაბორატორიის კვლევის თანახმად, ცენტრალურ უბანში ხმაურის მაჩვენებელი 0,76–დეციბალია.

ასევე, ქუთაისში მტვრის ნაწილაკებით დაბინძურება მაღალია.

ნიადაგის, წყლისა და ელ.მაგნიტური გამოსხივების შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნდება.

"მსგავს ღინისძიებებს ვატარებთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენად რთულია ან გაუმჯობებსებული სიტუაცია გარემოს დაბინძურების კუთხით," - განაცხადა გარემოს ეროვნული საგენტოს უფროსმა, თამარ ბაგრატიამ.

მონიტორინგს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"1 ჰექტრამდე სიმწვანე უკვე შევმატეთ ქალაქს და მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს პრევენციებს,"- განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ექსპრეს-ლაბორატოორის მუშაობის სპეციფიკა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც გააცნეს.

უწყება მომდევნო კვლევას ტყიბულში ჩაატარებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.