ახალი ამბები
თვითმმართველობის სატელეფონო და ინტერნეტმომსახურების ხარჯები ქუთაისში
FaceBook

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, ტელეფონისა და ინტერნეტით მომსახურებისთვის მიმდინარე წელს, ქალაქის ბიუჯეტიდან 93 600 ლარს ხარჯავს, რაც გასული წლის მონაცემებს 18 800 ლარით აღემატება.


ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს, მერიისა და სამხედრო სამსახურის სატელეფონო ხარჯებისთვის, მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 68 500 ლარია განსაზღვრული, ხოლო ინტერნეტით მომსახურებისთვის 25 100 ლარი.

თვითმმართველობას სატელეფონო მომსახურებას შპს "ახალი ქსელები" და "მაგთიკომი" უწევს.

გასულ წელთან შედარებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 500 ლარით შეამცირა სახელმწიფო სპეციალური კავშირების სააგენტოს საკომუნიკაციო ხარჯები, რაც მიმდინარე წელს 1500 ლარს შეადგენს.

კომპანია "სილქნეტის" მომსახურების თანხები, რისთვისაც გასულ წელს 2600 ლარი დაიხარჯა, 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული საერთოდ არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ მიმიდნარე წელს ქუთაისის ადგილობრივი მთავრობა "სილქნეტის" მომსახურებით არ სარგებლობს, სატელეფონო ხარჯები, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია.

მაგალითად, თუ 2015 წელს შპს "ახალი ქსელების" მომსახურება 6900 ლარს შედგენდა, წელს ის 7000 ლარი გახდა.

"მაგთიკომს" შარშან ქუთაისის მერიამ 43 300 ლარი გადაუხადა, 2016 წელს კი კომპანიის სერვისით სარგებლობა 60 000 ლარი ღირს. ასევე, გაზრდილია ინტერნეტის მომსახურების ხარჯებიც, რაც წელს 25 100 ლარს შეადგენს, ხოლო გასულ წელს მასზე 20 000 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება თანამდებობის პირებისთვის გათვალისწინებულ სატელეფონო ხაჯებს, თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისის მერის, მისი ორი მოადგილისა და 9 სამსახურის უფროსის სატელეფონო მომსახურებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში 455 ლარი იხარჯება, რაც წლის განმავლობაში 5460 ლარს შეადგენს.

მათ შორის, სატელეფონო საუბრებისთვის 80 ლარიანი ყოველთვიური დაფინანსებით სარგებლობს ქალაქის მერი შოთა მურღულია, ხოლო მისი მოადგილეები 50-50 ლარიან დაფინანსებას იღებენ.

2016 წლის მონაცემებით, მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ დაწესებულების რაოდენობა, რომლებსაც სატელეფონო ხარჯები უნაზღაურდებათ, გაზრდილია.

თუ გასულ წელს, 14 ააიპ ორგანიზაციიდან ადგილობრივი ბიუჯეტი მხოლოდ ოთხს აფინანსებდა, მიმდინარე წელს მერია უკვე 9 ააიპ–ის სატელეფონო ხარჯებს ფარავს. მათი სატელეფონო საუბრები 16 265 ლარს შეადგენს, რაც გასულ წლის მონაცმებს 5 016 ლარით აღემატება.

მიმდინარე წელს ამ მიზნით დაფინანსება მოემატა ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებას. მათთვის გასულ წელს 1 700 ლარი, წელს კი 2 040 ლარია გათვალისწინებული.

ასევე, სატელეფონო საუბრებისთვის 2 160 ლარი მიიღო ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრმა, რაც გასული წლის ამავე დანიშნულებით გამოყოფილ თანხას 704 ლარით აღემატება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ტელეფონისა და ინტერნეტით მომსახურების საერთო თანხიდან (93 600 ლარი) მერიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ დაწესებულებებზე 21 725 ლარი იხარჯება.

მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, დარჩენილი თანხა, 71 875 ლარი ქუთაისის საკრებულოსა და სამხედრო სამსახურის თანამშრომელთა სატელეფონო საუბრებს ხმარდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.