ახალი ამბები
ქუთაისში შაქარი 20 - 50 თეთრით გაძვირდა
FaceBook
ქუთაისში სავაჭრო ობიექტებსა და სუპერმარკეტებში ერთი კილოგრამი შაქრის ღირებულება 2, 20 - 2, 50 თეთრი გახდა.


საკვები პროდუქტის ფასი, რეალიზატორების თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაძვირდა.

"რამდენიმე დღის წინ მომმარაგებელმა 115 ლარად ჩაგვაბარა ერთი ტომარა შაქარი, როცა მას 85 ლარად ვიბარებდით. მომწოდებელი ძვირად გვაწვდის პროდუქტს და რა თქმა უნდა, გავაძვირეთ ფასი. ახლა ერთი კილოგრამი შაქრის ღირებულება ჩვენს მაღაზიაში 2,20 თეთრია," - ამბობს ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე არსებული მარკეტის თანამშრომელი.

კილოგრამი შაქრის ღირებულება ქუთაისის სავაჭრო ობიექტების უმრავლესობაშია გაძვირებული, თუმცა ზოგიერთ მაღაზიაში პროდუტქტის ყველაზე მაღალი ფასი 2,50 თეთრს შეადგენს.

"ტომარა შაქრის ფასი ერთი თვის განმავლობაში თანდათან მატულობდა, რაც საცალო ფასზეც აისახა. შაქრის მორიგი გაძვირების შიშით, რეალიზაციაც არის გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მაღაზიაში შაქრის ფასი 2,50 თეთრია," - ამბობენ ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე არსებულ მარკეტში.

მიმწოდებლები, რომლებიც სუპერმარკეტებსა და მაღაზიებს შაქრით ამარაგებენ, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ, რომ პროდუქტის ფასი არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელს საქართველოში და მსოფლიოშია გაძვირებული.

"საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდა პოდუქტი. ჩვენც მომატებულ ფასში ვიბარებთ და ასევე, გაძვირებული ფასით ვაბარებთ," - ამბობენ ე.წ. დისტრიბუტორები.

შაქრის ფასის მატებას უარყოფითად აფასებენ ადგილობრივები.

"მალე ალბათ სხვა პროდუქტებიც დაიწყებს გაძვირებას, ასე არ იციან? არჩევნებამდე ყველაფერი კარგადაა და იაფადაა, მერე რატომღაც ყველაფერი ძვირდება და რთულდება,"- ამბობს ქუთაისში მცხოვრები, თინა კობახიძე.

ერთი თვის წინ ქუთაისში ერთი კილოგრამი შაქრის ფასი 2 ლარი გახლდათ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.