ახალი ამბები
ზამთარში სულ რაღაც მიკროჩართვები ხდება - ქუთაისში ელექტროსადენების მოწესრიგებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ზამთრის სეზონის მოხლოებასთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლები ელექტროენერგიის ბოძების მოწესრიგებაზე საუბრობენ.


მათი განარტებით, საცხოვრებელი სახლის წინ განთავსებულ ელექტროენერგიის ბოძებზე რამდენიმე ელექტროსადენის გადაყვანა, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.

"ზამთარში სულ რაღაც მიკროჩართვები ხდება ხოლმე და სულ შიში მაქვს, ერთ ბოძზე უამრავი ელექტროსადენი რომ გაჰყავთ. ჯერ ერთი, ობობას ქსელივით არის და მეორე, შეიძლება, დატვირთვას ვერ გაუძლოს ან ხაზები გადაედოს ერთმანეთს", - ამბობს ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩის მცხოვრები.

ელექტროსადენების მოწესრიგების საკითხი დადგა ქუთაისის საკრებულოს 2016 წლის 28 სექტემბერს გამართულ სხდომაზე. უმრავლესობის დეპუტატის, გურამ ტოროშელიძის განმარტებით, ქალაქში ელეტროსადენების ქსელი ავარიულ მდგომარეობაშია, რომელსაც ზამთრის სეზონის დაწყებამდე განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრში კი ირწმუნებიან, რომ ქალაქში არსებული ელექტროქსელი, თითქმის მთლიანად, დახურული (იზოლირებული კაბელები) ტიპისაა და მექანიკური დაზიანების გარეშე, აბსოლუტურად უსაფრთხოა.

"გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ქუჩებში საყრდენებზე მხოლოდ ელექტროსადენები არ არის დამონტაჟებული. ქალაქი დაქსელილია როგორც ელგადამცემი კაბელებით, ისე სატელეფონო, საკაბელო ან ინტერნეტის მიწისზედა ქსელითაც", - განმარტავს "ენერგო პრო-ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსი, თეონა გეგუჩაძე.

რაც შეეხება, ზამთრის სეზონისთვის ელექტროენერგიის ბოძებისა და ქსელების მოწერიგებას, კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში განმარტავენ, რომ პროფლაქტიკური სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ.

"გარდა პროფილაქტიკური სამუშაოებისა, რომელიც სისტემატურად უტარდება გამანაწილებელ ქსელსა და ელმოწყობილობებს როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელში, კომპანიამ შეისყიდა და მომსახურების ცენტრებში გაანაწილა საჭირო მასალები და ინვენტარი, რაც გაუთვალისწინებელი ავარიების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების მაქსიმალურად ოპერატიულად წარმოების შესაძლებლობას იძლევა", - ირწმუნებიან "ენერგო პრო-ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრში.

კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქუთაისში მათ ბალანსზე 7 000–მდე ხის, ლითონისა და რკინა-ბეტონის ელექტროენერგიის ბოძია რეგისტრირებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
13:54 / 08.05.2024
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
13:27 / 08.05.2024

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.