ახალი ამბები
ქუთაისში "შემოდგომის ფესტივალი" გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, 2016 წლის 23 ნოემბერს "შემოდგომის ფესტივალი" მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ღონისძიების მოწყობაზე ქალაქის მერიამ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს 8 822 ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 29 ოქტომბერს დაიწყდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, "შემოდგომის ფესტივალის" ფარგლებში, გამარჯვებულმა მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია შემოდგომის თემატიკის შესაბამისად უნდა მორთოს. მიმწოდებელმა ორგანიზება უნდა გაუკეთოს საშემოდგომო ფესტივალს ამავე ტერიტორიაზე, სადაც მოადუღებენ თათარას და ამოივლებენ ჩურჩხელებს.

პარალელურად, უნდა გაიმართოს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმოდგენა და გათამაშდეს ქუთაისის ისტორიისა და კულტურის ამსახველი პერფორმანსი.

აგრეთვე, გამოიფინება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიზაინის სპეციალობის სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები თექაში, ბატიკასა და გობელენში. ჩატარდება შესაბამისი მასტერკლასი და იმერული ღვინის დეგუსტაცია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.