ახალი ამბები
ქუთაისის მერია დაუგეგმავი ტურისტული გამოფენებისთვის 10 000 ლარის ბროშურას ამზადებს
FaceBook
ქუთაისის მერია, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში წარსადგენად, საინფორმაციო ბროშურების დასამზადებლად ტენდერს აცხადებს.


ელექტრონული შესყიდვა 10 000 ლარის ღირებულებისაა.

მასში წინადადების მიღება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს იწყება და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 9000 ცალი სხვადასხვა სახის ბროშურა უნდა დაბეჭდოს.

"ბეჭდვის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს HQ (მაღალი ხარისხი) მოთხოვნებს, ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველის მოთხოვნებს. გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე არ იციან კონკრეტულად თუ რომელ ქვეყნებში გაიმართება საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა.

"ეს არის მომავალი წლისთვის, რომ დაიგეგმება საერთაშოროსო გამოფენა იქ რომ ჩავიდეთ", - განმარტავენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.