ახალი ამბები
ქუთაისელ ახალგაზრდებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე ლექცია ჩაუტარდათ
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და მოსწავლეებს ნაფიც მსაჯულთა რეფორმაზე საინფორმაციო ლექცია ჩაუტარდათ.

დისკუსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "კონსტიტუციური კვლევების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.

ლექციები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ვილფრედ ლორიელს უნივერსიტეტის პროფესორ, ნოკოლაი კოვალევთან თანამშრომლობითა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება.

"მიზანი იყო ნაფიცმსაჯულთა რეფორმაზე გველაპარაკა, რომელიც 5 წელია საქართველოში მიმდინარეობს და სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არა აქვს ინფორმაცია ამის შესახებ. რა ხდება, რატომ ან როგორ მუშაობს ეს სისტემა. ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი ქუთაისში უკვე არსებობს. 6 საქმე უკვე გადაწყვიტა სასამართლომ ქუთაისში ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობით. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მოქალაქეებმა იცოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, ამ სისტემამ გამართულად იმუშაოს",– ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი მელაძე.

2017 წლის იანვრიდან, თბილისისა და ქუთაისის გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კიდევ 5 ქალაქში - ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში ამოქმედდება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებული ინსტიტუტია, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. ამ პერიოდიდან დღემდე სასამართლომ მათი დახმარებით 22 საქმე განიხილა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის
რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:14 / 29.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.