ახალი ამბები
5 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა ქუთაისში 34,08%–ია
FaceBook
ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის 17 საათიან მონაცემებს ავრცელებს.

კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 55 117–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 34,08% შეადგენს.

"ამომრჩეველთა კარგი აქტივობა იყო, თუმცა 3 საათიდან ოდნავ შენელდა. იმედი მაქვს 8 საათისთვის მოიმატებს აქტივობა," – განმარტავს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

მისივე თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 76%–ს შეადგენდა.

რაც შეეხება საჩივრებს, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მათი რაოდენობა ამ დროისთვის 24–მდე გაიზარდა და ძირითადად, პროცედურული საკითხების დარღვევებს შეეხება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.