ახალი ამბები
"ეროვნული ფორუმის" დამკვირვებლები – საუბნო კომისიის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" პროპაგანდას ეწევა
FaceBook

ქუთაისში #121 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე პარტია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ პროპაგანდას ეწევა.


ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "ეროვნული ფორუმის" დამკვირვებლები აცხადებენ.

მათი განმარტებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი საბავშვო ბაღის ეზოდან ქუჩაში იყო გასული ცენტრალური ადმინისტრაციის ფორმით, რაც კანონდარღვევა არის.

"ამისთანა არაფერი მინახია, როგორ არ ეშინიათ დაჯარიმების ან უბნის გაუქმების. უბანში შესულ მოქალაქეებს კომისიის თავმჯდომარე ეუბნება, რომ საკუთარი არჩევანი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთონ,"- აცხადებენ პარტია "ეროვნული ფორუმის" დამკვირვებლები.

#121 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე კი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ მას საბავშვო ბაღის ეზო არ დაუტოვებია.

"სიგარეტის მოსაწევად გავედი ეზოში და არა ქუჩაში. ეს რა ბრალდებაა, პირველად თქვენგან მესმის. ეზოში იყო ვიღაც პიროვნება გია ჟორჟოლიანი,  რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო და ეწეოდა პროპაგანდას," – აცხადებს ედიშერ მიქაბერიძე.

ქუთაისის #121 საარჩევნო უბანზე 1 167 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 128 საარჩევნო უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.