ახალი ამბები
ქუთაისში თავის არეში დაჭრილი 24 წლის გოგონას საქმეზე პროკურატურა განცხადებას აკეთებს
FaceBook
მთავარ პროკურატურაში ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებენ, რომ საქმეს საფუძვლად უბედური შემთხვევა უდევს.

"საქმეს საფუძვლად დაედო უბედური შემთხვევა, თვითმკვლელობის მცდელობა. გოგონა დაჭრილია თავის არეში, თუმცა, საბედნიეროდ, ექიმების ჩარევის შედეგად, ის გადარჩა. ვინაიდან, ცეცხლასროლი იარაღი, რომლითაც გოგონაა დაჭრილი ეკუთვნის პოლიციელს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქ პროკურატურას," - აცხადებენ უწყებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონა თავის არეში მეუღლემ დაჭრა, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომელია.

24 წლის ახალგაზრდა ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის. პაციენტის მდგომარეობის თაობაზე მედიკოსები კომენტარს არ აკეთებენ.

ქუთაისიპოსტის წყაროზე დაყრდნობით, დაჭრილი გოგონა და მისი მეუღლე ერთი კვირის წინ დაქორწინდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.