ახალი ამბები
24 საათიანი წყალმომარაგებით ქუთაისში 300–დან 29 ქუჩა სარგებლობს
FaceBook
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ქუთაიში 29 ქუჩაზე მცხოვრები 11 000–მდე მოქალაქე სარგებლობს.

მათივე ცნობით, 69 ქუჩაზე 25 000 აბონენტი კი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით სარგებლობს.

ამჟამად ქუთაისში სულ 300 ცენტრალური ქუჩაა.

კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცით, ქალაქში მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა, რაც ქსელის რეაბილიტაციის პირველი ფაზის სამუშაოების დასრულებას უკავშირდება.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქ. ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს, რომლის დასრულების შედეგად, ქალაქი სრულად 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი," – განმარტავენ კომპანიაში.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც 2018 წელს დასრულდება, აზიის განვითარების ბანკმა 86 მლნ. ლარზე მეტი გამოყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.