ახალი ამბები
"თეთრი ხიდის შემოდგომა" – ქუთაისში ოთო ნემსაძე და მეგი გოგიტიძე იმღერებენ
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ფონდის" ორგანიზებით ქუთაისში, თეთრ ხიდზე კონცერტი გაიმართება.

ქუთაისელი მსმენელისთვის 5 საათზე ოთო ნემსაძე და მეგი გოგიტიძე იმღერებს, 8 საათიდან კი საღამოს დიჯეი სომალი გააგრძელებს.

ღონისძიებას ლაზერ შოუ დაასრულებს.

"ეს არის ჩვენი პირველი, ორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიება "თეთრი ხიდის შემოდგომა", რომელსაც არ იქნება ერთჯერადი ხასიათი და გვინდა, რომ მუდმივად, სეზონურად განვახორციელოთ. ხიდი ავირჩიეთ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ შევასრულოთ ხიდის როლი საზოგადოებაში და სხვადასხვა ადამიანებისთვის დამაკავშირებელი ვიყოთ", - აცხადებს "მომავლის ფონდის" წარმომადგენელი, ლიკა გენელიძე.

თეთრ ხიდზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, დილის 10 საათიდან დაიწყო.

მოეწყო ყვავილების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მხატვართა და ფოტოგრაფთა ნამუშევრების, სხვადასხვა ნივთების გამოფენა.

"მომავლის ფონდი" ერთი თვის წინ დაფუძნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია, ძირითადად, საგანმანათლებლო პროფილით იმუშავებს.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.