ახალი ამბები
ქუთაისში ახალი საბაგიროების აშენების თარიღი ჯერჯერობით უცნობია
FaceBook
ახალი საბაგირო გზა ბაგრატის, მოწამეთასა და გელათის ტაძრების დაკავშირებას მოიცავს.

ეს ინიციატივა ქუთაისის მერიას გასულ წელს გაუჩნდა.

თუმცა, როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, საბაგირო გზის მოწყობა, ჯერჯერობით, ინიციატივის დონეზეა.

"პირველი მოკვლევა ტექნიკურ საკითხებზე დამთავრდა და ამჟამად მხოლოდ მეორე მოკვლევა მიმდინარეობს", – განმარტავენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.

ახალი საბაგირო გზის მოწყობის შესახებ ქალაქის მერმა მიმდინარე წლის მარტში, საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა.

მისი თქმით, მოწამეთა-გელათი-ქუთაისი - საბაგირო გზის მოწყობას ხელისუფლება სავარაუდოდ იმ კომპანიას დაუკვეთავდა, რომელმაც სვანეთში უკვე გააკეთა საბაგირო.

"სულ სამი ფირმაა, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს. ვფიქრობთ, მოლაპარაკებებს იმ კომპანიასთან დავიწყებთ, რომელმაც სვანეთში უკვე გააკეთა საბაგირო და ჩვენიც ანალოგიური იქნება",- აღნიშნა შოთა მურღულიამ.

როგორც ქალაქის მერი განმარტავდა, ახალი საბაგირო გზის შენებლობისთვის მოლაპარაკება, სავარაუდოდ, 15 წლიანი კრედიტის პირობით დაიწყება.



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.