ახალი ამბები
"ჯანდაცვის სისტემის განვითარება ქართული ოცნების ერთ-ერთი პრიორიტეტია" (R)
FaceBook
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ გორისა და გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მირიან წიკლაურიც დაეწრო, რომელმაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშ ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

"ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წლის შემდეგ უპრეცედენტოდ, თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა."ქართული ოცნების" ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადაარჩნა. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ხორციელდება ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა. პაციენტებს შეუძლიათ, უფასოდ მიიღონ თანამედროვე და ძვირადღირებული მედიკამენტები. ასეთი მედიკამენტებით 12 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს", - განაცხადა " ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

იოსებ მაკრახიძის თქმით კი, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება, შემდგომი განვითარება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი პრიორიტეტია.

"ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. საქართველოს ყველა მოქალაქე კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან. ჯანდაცვის ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმით, დაიხვეწება სამედიცინო პერსონალის დიპლომის შემდგომი განათლების სისტემა. კლინიკებს მიეცემათ საშუალება, საგრძნობლად გაზარდონ პერსონალის ანაზღაურება და მეტი თანხა მიმართონ განვითარებისკენ", - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.