ახალი ამბები
მუნიციპალიტეტების პროექტები არ ერგება ადამიანების მოთხოვნებს - NGO სექტორის შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ფულადი და სხვა სახის დახმარების გაცემა არასისტემურად ხდება, რაც მის დაბალ ეფექტურობას განაპირობებს.

ეს განცხადება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" წარმომადგენლებმა გააჟღერეს.

ჩეხურმა ორგანიზაციამ შეხვედრაზე ოთხ მუნუციპალიტეტში (ტყიბული, ხონი, ზესტაფონი და გორი) ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც
სოციალური პროგრამების ეფექტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა.

"ადამიანი გაჭირვებაში" წარმომადგენლის განმარტებით, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული პროექტების საფუძველი, როგორც წესი, მოქალაქეთა ის განცხადებებია, რომლითაც ადგილობრივები სხვადასხვა ტიპის დახმარებას ითხოვენ.

"დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ შემოსული წერილების მიხედვით განისაზღვრება კონკრეტული პროგრამები. არ არსებობს სისტემური მიდგომა, რის გამოც ვერ ხდება მოსახლეობის რეალური საჭიროებების გამოვლენა. გარდა ამისა, დაგეგმვა ხდება ცენტრალიზებულად და ხშირ შემთხვევაში, ეს არ ერგება ადამიანების ინდივიდუალურ მოთხოვნებს", - აცხადებს ორგანიზაციის კოორდინატორი, თეონა ფურცხვანიძე.

კველვაში მონაწილეობა შშმ პირებმა, დევნილებმა, სოციალურად დაუცველებმა და სხვა სამიზნე ჯგუფებმა მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" კვლევის პრეზენტაცია

"საიას" ქუთაისის ფილიალში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყოველთვიური შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.