ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები ეთიკის კოდექსს შეუერთდნენ
FaceBook
ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს.

საქართველოს მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია დოკუმენტს ერთდროულად, 2016 წლის 30 სექტემბრის 12 საათზე შეუერთდა.

"ხელმოწერით დასტურდება, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნები ჩაატაროს სამართლიანად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და რაც მთავარია, კანონმდებლობის შესაბამისად", – ამბობს ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.

კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი – ეს ის ნორმებია, რომელსაც ცესკოს მიერ შემუშავებული ქცევის კოდექსი აერთიანებს.

დოკუმენტის თანამხად, საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საარჩვენო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება. ასევე, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლოები, საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის შექმნან თანაბარი და სამართლიანი გარემო.

ეთიკის კოდექსს საქართველოში პირველად 2010 წელს მოეწერა ხელი.

ცესკო–ს განმარტებით, მსგავსი დოკუმენტის მიზანი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარება და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლებაა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.