ახალი ამბები
ქუთაისში იოსებ ოცხელის მემორიალური დაფა გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, გამოჩენილი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ ოცხელის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ღონისძიებასთან დაკავშირებით, იოსებ ოცხელის სახლში, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-მასალები იყო გამოფენილი.

"აუცილებელია, რომ გამოჩენილი ქართველების შესახებ ინფორმაცია მომავალ თაობებს გადაეცეს. ქუთაისში, საგანმანათლებლო ცხოვრების განვითარებაში იოსებ ოცხელის ღვაწლი ფასდაუდებელია და ეს მემორიალური დაფა უკვე ყველა გამვლელს ამცნობს მისი ღვაწლის თაობაზე," - განმარტეს მემორიალური დაფის გახსნაზე.

ღონისძიებას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

იოსებ ოცხელი 1865 წელს ქუთაისში დაიბადა. დაწყებითი განათლება ქუთაისის კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა ვაჟთა გიმნაზიაში გააგრძელა, რომლის კურსი 1885 წელს დაასრულა.

იმავე წელს, უმაღლესი განათლების მისაღებად, ოცხელი ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და სამოღვაწეოდ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.

იოსებ ოცხელმა 1892 წელს ქუთაისში პირველი ქართული საჩვენებელი საბავშვო ბაღი დააარსა მოსამზადებელი კლასით, რომელსაც დიდი გულმოდგინებით ხელმძღვანელობდა.

1900 წელს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოების" გამგეობამ თანამდებობიდან გაანთავისუფლა ქუთაისის ქართული სკოლის ინსპექტორი, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილო იყო და ამ თანამდებობაზე უკვე საკმაო პედაგოგიური გამოცდილების მქონე იოსებ ოცხელი დაამტკიცა.

აქედან დაიწყო ოცხელის პრაქტიკული პედაგოგიურ-შემოქმედებითი საქმიანობა. მან განიზრახა ქართული სკოლის კერძო გიმნაზიად გადაკეთება და 1905 წელს ეს სურვილი განახორციელა კიდეც. ეს იყო ისტორიულად პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი იმ პერიოდის დასავლეთ საქართველოში.

იოსებ ოცხელი 1919 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქუთაისში, "მწვანეყვავილას" პანთეონში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.