ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს სამუშაო ჯგუფმა 20-მდე სკვერის კანონდარღვევით გასხვისების ფაქტი გამოავლინა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც 2005-2016 წელბში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული მიწებისა და შენობა-ნაგებობების კანონიერებას სწავლობს, მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა.

2013 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გასხვისებული უძრავი ქონების შესწავლის შედეგად, ჯგუფმა 20-ზე მეტი დარღვევა აღმოაჩინა.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გია ქობალიანის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ძირითადად სკვერებს აიჯარებდა.

"ერთ დღეს 30 სკვერი აქვთ გაიჯარებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალურად არის გაუმართლებელი ასეთი რამ",-აცხადებს ქობალიანი.

მისი თქმით, კანონდარღვევის ფაქტები შესაბამის უწყებებს გადაეცემა.

სამუშაო ჯგუფი მომდევნო ეტაპზე 2008-2012 წლებში გასხვისებული ქონების კანონიერებას შეისწავლის, რისთვისაც საკრებულოს სხდომაზე მათ მუშაობის ვადა გაუგრძელდათ.

უფლებამოსილების ვადის გაგრძელბას გია ქობალიანი აუცილებლობად მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, სამუშაო ძალიან ბევრია.

"6 ადამიანი ვართ ჯგუფში, მაგრამ რეალურად 4 ვმუშაობთ, რადგან "ლეიბორისტებისა" და "ნაციონალების" წარმომადგენლები პროცესში მონაწილეობას არ იღებენ",-განაცხადა ქობალიანმა.

ქუთაისის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, საქმეების შესწავლა 3 თვეში უნდა დაასრულოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა,
13:16 / 28.06.2025
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა დაიწყო. 
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.
13:02 / 28.06.2025
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.