ახალი ამბები
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებს საარჩევნო პლაკატების გადაფარვაში ადანაშაულებენ
FaceBook
"თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ნუგზარ უგლავა წინასაარჩევნო დარღვევაზე მიუთითებს.

მისი თქმით, მისი საარჩევნო პლაკატები "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული კანდიდატების სააგიტაციო მასალით გადაიფარა.

"გუშინ, ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე სახლში რომ ვბრუნდებოდი, დავინახე ჩემს პლაკატზე დიმიტრი მხეიძის საარჩევნო პლაკატი იყო გადაკრული. სულ მქონდა 7 პლაკატი და შვიდივეზე იყო გადაკრული,"–ამბობს ნუგზარ უგლავა.

დეპუტატობის კანდიდატი, საარჩევნო პლაკატების გადაფარვაში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

"საწყენია, რომ ახალგაზრდებს თავიდანვე კანონისა და კონკურენტების უპატივცემულობას აჩვევენ. ეს, სამწუხაროდ, ჩვენი და ქვეყნის ცხოვრებაზე აისახება", განაცხადა ნუგზარ უგლავამ.

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, ოთარ ლორთქიფანიძე ბრალდებას უარყოფს.

"წინასაარჩევნო კამპანია ყველა პარტიისთვის თანაბარ პირობებში მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ ამ კამპანიას სრული კანონის დაცვით ვაწარმოებთ. არც ერთ პარტიას ხელს არ ვუშლით,"- ამბობს ოთარ ლორთქიფანიძე.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.