ახალი ამბები
ქუთაისის მერი არ უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების კურიერი - დებატები ჩართულობის ცენტრში
FaceBook
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატები მოეწყო.

"საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მათ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პერსპექტივებზე, დეცენტრალიზაციის საკითხებსა და საგადასახადო პოლიტიკაზე ისაუბრეს.

დებატების თემა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა.

კანდიდატთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანა და გადასახადების შემცირება.

"ქუთაისის მერი არ უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების კურიერი. ეს არის მეორე ქალაქი და თავისი ფუნქცია უნდა გააჩნდეს. გარდა ამისა, თვალშისაცემია არაკვალიფიციური კადრების სიმრავლე", - განაცხდა დებატებზე "ერთიანი კომუნისტური პარტიის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გულიკო ნიჟარაძემ.

დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა "ლეიბორისტული პარტიის" მიერ წარდგენილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

"ჩვენი თვითთმმართველობა არის ბუტაფორია. არც ერთ გადაწყვეტილებას ქალაქი დამოუკიდებლად არ იღებს და ეს მანკიერი ტრადიცია უნდა დასრულდეს",-განაცხადა სამსონ გუგავამ.

მერების ხშირი ცვლილება თვითმმართველობის ხარვეზად მიაჩნია ზვიად ბაღდავაძეს, რომელიც "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატია. ის მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ცენტრალური ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი წულაია კი თვლის, რომ რეალური თვითმმართველობის განსახორციელებლად, საჭიროა ქალაქს საკუთრებაში გადაეცეს უძრავი ქონება და ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები.

"ინგრევა შენობები, მაგრამ ვერ ვყიდით, რადგან არ ყიდის ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ კი ამის უფლება არ გვაქვს. ნადვილი თვითმმართველობა თუ გვინდა მივიღოთ, ქალაქს მისი ქონება უნდა გადეცეს და გადასახადების დიდი ნაწილი დარჩეს აქ", - განაცხადა გოგი წულაიამ.

ურბანიზაციისა და ქალაქის განვითარების 5 წლიანი გეგმა მიაჩნია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად "თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატს, ლია გვენეტაძეს.

"ქალაქს უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი და არა 5 წლიანი განვითარების გეგმა. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ქალაქის ურბანული განვითარება არასწორად ხდება", -განაცხდა ლია გვენეტაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატები სამი ბლოკის პრინციპით გაიმართა. თავდაპირველად, კანდიდატებმა განსახილველ საკითხებზე თავიანთი ხედვები წარმოადგინეს. მეორე ბლოკში დამსწრე აუდიტორიას მიეცა შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. ბოლოს, კანდიდატებმა კითხვები ერთმანეთს დაუსვეს.

დებატებს მოწვეული ფასილიტატორი, ზვიად ქორიძე უძღვებოდა.

შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარობის 8 კანდიდატი დაესწრო. დებატებზე არ მივიდნენ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.