ახალი ამბები
საარჩევნო პლაკატის გამო ქუთაისის მერიის დაცვასა და გოგი წულაიას შორის დაპირისპირება მოხდა
FaceBook
"პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი წუალიამ, მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე საარჩევნო პლაკატები გააკრა.

ამ ფორმით მან, ქალაქის მასშტაბით, სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განათების ბოძებზე გაკვრა გააპროტესტა.

ამის გამო წუალიასა და მერიის დაცვის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

საბოლოოდ, მას პლაკატების გაკვრის უფლება არ მისცეს.

"ყველა არჩევნებზე ეს ხელისუფლება ანდერძივით აკოპირებს "ნაციონალების" დროს მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც ქალაქში გარკვეულ ადგილებზე იკრძალება საარჩევნო პლაკატების გაკვრა. მათ შორის, ერთ-ერთია განათების ბოძები. ამის მიუხედავად, პირველმა ეს კანონი "ქართული ოცნების" კანდიდატებმა დაარღვიეს. იმის მაგივრად, რომ სხვას მისცენ მაგალითი, პირიქით, წახალისება ხდება სხვა კანდიდატების", - განაცხადა წულაიამ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარზე რეაგირებას მოახდენენ და პარტიებს, რომელთა პლაკატებიც აკრძალულ ადგილებზე აქვთ გაკრული, წერილობით თხოვნას გაუგზავნიან და მომხდარის გამო, შესაძლო დაჯარიმების შესახებ აცნობებენ.

"დღეს ჩვენ ყველა პარტიას, ვინც ასეთ ადგილებში აკრავს სააგიტაციო მასალებს, გავუგზავნით წერილობით თხოვნას. თუ 5 დღის ვადაში არ ჩამოხსნიან პლაკატებს, დაჯარიმდებიან", - განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ბაქარ ჭეიშვილმა.

უნებართვო ადგილებზე სააგიტაციო მასალების გაკვრა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, გაფრთხილების შემდეგ 50 ლარიან ჯარიმას ითვალიწიენებს. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.