ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ყვავილების სალონი გაიხსნება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში "ფლორა ვესტლანდის" ყვავილების სალონი გაიხსნება.
კომპანიამ ყვავილების სასათბურე მეურნეობა გეგუთში უკვე აამუშავა.

ქუთაისის გარდა, "ფლორა ვესტლანდი" ყვავილების სალონს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში გახსნის.

ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში სალონი უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

"ცენტრალურ ბაღში, დები იშხნელების ძეგლის მიმდებარედ, ჩაიდგმება რკინის მრგვალი, მინებიანი კონსტრუქცია. ყველა მუნიციპალიტეტში სალონი ერთნაირი დიზაინის იქნება", - განმარტავენ "ფლორა ვესტლანდის" წარმომადგენლები.

გეგუთში ყვავილების სალონი 2016 წლის 17 სექტემბერს გაიხსნა, სადაც 70 დასახელების ქოთნის და 100-მდე დასახელების სასაჩუქრე ანუ მოჭრილი ყვავილები აქვთ.

კომპანიაში განმარატვენ, რომ გეგუთის სასათბურე მეურნეობაში ყვავლების გამოფენა-გაყიდვა 19 სექტემბრიდან დაიწყება.

შპს "ფლორა ვესტლანდი" გასულს წელს დაარსდა. კომპანია ყვავილების იმპორტს ჰოლანდიიდან ახორციელებს.

სასათბურე მეურნეობიდან პროდუქციის ექსპორტი აზერბაიჯანში განხორციელდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაკავებულ
თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
20:02 / 31.07.2025
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის
ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
12:25 / 31.07.2025
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.