ახალი ამბები
მხოლოდ კაცებმა არ უნდა მართონ ქვეყანა - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში აქცია სახელწოდებით "შენი ხმა გადამწყვეტია" გაიმართა.

აქცია "ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის" ორგანიზატორობით გაიმართა, რომელმაც  საზოგადოებას ქალთა პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მოუწოდა.

"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ხელმძღვანელს, ქეთი ბერძენიშვილს მიაჩნია რომ თუკი პარლამენტის წევრთა 20% არის ქალი, მაშინ დეპუტატები სერიოზულად იწყებენ ბავშვთა ინტერესებიდან გამომდინარე კანონპროექტებზე მუშაობას.

"ქალთა აქტივობას პარლამენტში ბევრი სიკეთეები მოაქვს და მხოლოდ კაცებმა არ უნდა მართონ ქვეყანა. თუ პარლამენტის წევრთა 20% არის ქალი, მაშინ პარლამენტი განიხილავს და იღებს კანონებს და სახელმწიფო პროგრამებს ქალთა ინტერესებიდან გამომდინარე და მიიღება მაღალი პასუხისმგებლობის ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სახის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უწყობენ ხელს",  - ამბობს ქეთი ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ქუთაისის მასშტაბით მაჟორიტარულ სიებში ქალთა მცირე რაოდენენობაა წარმოდგენილი.

"მხოლოდ 4 ქალია მაჟორიტარიტარად დასახელებული სხვადასხვა პარტიებიდან და ეს არ არის კარგი შედეგი. პროპორციულ სიებშიც არიან წარმოდგენილნი ქალები და თუკი ისინი შევლენ პარლამენტში ამით მდგომარეობაც შეიცვლება.

2012 წლის მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატიდან 18 ქალი იყო წარმოდგენილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.