ახალი ამბები
"იბერიის ვარსკვლავში" მშენებარე კორპუსიდან მამაკაცის გადმოვარდნის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ
FaceBook
"იბერიის ვარსკვლავში", რომელიც ქუთაისში ბალახვნის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვერებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს, მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

"გამოძიება მიმდინარეობს და ამიტომაც, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ. მოგვიანებით დაგვიკავშირდით", - განმარტა ქუთაისიპოტთან საუბარში შპს "იბერიის ვარსკვლავის" წარმომადგენელმა.

კომპანიაში საუბარი არც იმაზე სურთ, თუ რამდენად იყო დაცული მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები.

მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვერებელი კორპუსიდან მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავენ, მამაკაცი გადმოვარდნისთანავე გარდაიცვალა.

"სასწრაფო რომ მოვიდა უკვე მკვდარი იყო," - ამბობენ ისინი.

ამ დროისთვის ობიექტზე მშენებლობა შეჩერებულია.

შინაგან საქმეთა სამინიტროში განმარატავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე
საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში,
დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი
მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.
14:31 / 20.06.2025
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.
მას შემდეგ რაც სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 პირი
პატიმრობაში დატოვა, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.
13:35 / 20.06.2025

მას შემდეგ რაც სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 პირი პატიმრობაში დატოვა, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.