ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრის ეზოში ქვაფენილი სამი თვის დაგვიანებით დაიგო
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები გათვალისწინებულზე სამი თვის დაგვიანებით ჩატარდა.

მოპირკეთდა ეზო და ქვაფენილი დაიგო.

სამუშაოები ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს "რიყე 2014" განახორციელა.

თვითმმართველობამ დრამატული თეატრის ეზოში ბეტონის საფარის და ბეტონის ქვაფენილის მოწყობისთვის ელექტრონული შესყიდვა მიმდინარე წლის 18 მარტს გამოაცხადა.

ტენდერის ღირებულება 61 351 ლარს შეადგენდა, თუმცა შპს "რიყე 2014"-მა სამუშაოები 52 144 ლარად შეასრულა.

კომპანიასთან ხელშეკრულება 2016 წლის 25 აპრილს გაფორმდა.

მას თეატრის ეზოში ბეტონის საფარის და ბეტონის ქვაფენილის მოწყობა ხელშეკრულების დადებიდან 25 დღეში, 2016 წლის 19 მაისის ჩათვლით უნდა დაესრულებია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მაღაროელები, რომლებიც მეხუთე თვეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს
მართავენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით კიდევ ერთხელ
მიმართავენ.
13:30 / 05.07.2025
მაღაროელები, რომლებიც მეხუთე თვეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით კიდევ ერთხელ მიმართავენ.
ხარაგაულის ორ სოფელში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესების
გეოლოგიური შესწავლა გრძელდება.
10:00 / 05.07.2025
ხარაგაულის ორ სოფელში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესების გეოლოგიური შესწავლა გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.