ახალი ამბები
"იმედია, არჩევნებზე პოლიციით ალყაშემორტყმულ უბნებს არ მივიღებთ" -შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო- საქართველომ" ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც 2016 წლის არჩევნებში კენჭისყრის პროცესის მონიტორინგს აპირებენ, კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


პროექტის "იცოდე მეტი არჩევნების შესახებ", სააგენტოს წარმომადგენლებმა იმ მთავარ ცვლილებაზე ისაუბრეს, რომლებიც მათი თქმით, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს არჩევნებზე.

ერთ-ერთი სიახლე, რომელიც საარჩევნო უბნებზე წელს პირველად დაინერგება, უბნის შიგნით შეიარაღებული პოლიციელების მობილიზებას შეეხება. ცვლილების მიხედვით, პოლიციელს უბანზე შესვლა კომისიის თავმჯდომარის ნებართვით ექნება.

"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოში" მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი ინტეპრეტაციის საშუალებას იძლევა, რადგან თავმჯდომარემ სიტუაციის ესკალაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხედ შესაძლოა სხვადასხვა გარემოება აღიქვას.

"შეიძლება ერთ უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლის მხოლოდ დაძაბული გამომეტყველება მიიჩნიოს საფრთხედ და გამოიძახოს პოლიცია, მეორე შემთხვევაში კი ფიზიკური დაპირისპირების დროსაც  არ მოახდინოს რეაგირება. გარდა ამისა, შსს-ს დაქვედებარებული ორგანოს წარმომადგენლებს, უბნის გარე პერიმეტრზე კომისიის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე შეუძლიათ ყოფნა. იმედი გვაქვს, ეს ცვლილება  სწორ განვითარებას პოვებს  და არ მივიღებთ პოლიციელებით ალყაშემორტყმულ უბნებს არჩევნების დღეს", - ამბობს "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს" პროექტის "იცოდე მეტი არჩევნების შესახებ" მობილიზატორი მაკა ცერცვაძე.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების ახალ პრინციპზე, რომლის მიხედვითაც, ქუთაისს თერჯოლის სამი სოფელი შემოუერთდა და სამ ოლქად დაიყო.

სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, მნიშვნელოვანია ცვლილების შესახებ ამომრჩევლის ინფორმირება, რათა მათ უბანზე მისვლის დროს არ აღმოაჩინონ, რომ სხვა ოლქის მაჟორიტარს ირჩევენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.