ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს (R)
FaceBook
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე  ამომრჩეველს შეხვდა.

,,ერთიანი, ძლიერი საქართველო ერთად შევქმნათ, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას",- ამ სიტყვებით მიმართა გედევან ფოფხაძემ ე.წ ახალი უბნის დასახლებაში, ილია თესბიტელის ტაძართან შეკრებილ მოსახლეობას.

მისივე თქმით, ბორჯომის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დაეხმარება მუნიციპალიტეტს, დააფინანსოს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და შესაბამისად ის სოციალური პროექტები, რაც მოსახლეობისთვის ძალზედ საჭიროა.

,,ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი თანამოქალაქეებისათვის იყოს უკეთესი, ვიდრე არის დღეს. შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები. ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებით ბორჯომი სრულყოფილად შეასრულებს საკურორტო ფუნქციას,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.