ახალი ამბები
ქუთაისის მერმა ადმინისტრაციის უფროსს გაფრთხილება მისცა - პრესსამსახურის განცხადება
FaceBook
ქუთაისის მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს მატყუარა უწოდა.

უწყების პრესსამსახური ბოლო დღეებში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებსა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, ზვიად ჯავახიას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიასა და ჟურნალისტებს შორის, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ასევე, ეს დაპირისპირება ქუთაისის მერისთვის, შოთა მურღულიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ადმინისტრაციის უფროსს გაფრთხილება მისცა. მომხდარს განიცდის თავად ზვიად ჯავახიაც. საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულება აქვს, მიუხედავად იმისა ჟურნალისტი ინფორმაციას რა ინტერპრეტაციით ავრცელებს. მიგვაჩნია, რომ საკითხი, რომელიც მარტივი გადასაწყვეტი იყო, არ უნდა გამხდარიყო დაძაბულობის მიზეზი ჟურნალისტსა და თანამდებობის პირს შორის", - ნათქვამია ტექსტში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.