ახალი ამბები
ცესკომ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა
FaceBook
საარჩევნო ადმინისტრაციამ, თავის საქმიანობის ისტორიაში პირველად, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა.

ის გენდერული თანასწორობის მიმართ ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას განსაზღვრავს.

ცესკოს მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ შემუშავებული გენდერული თანასწორობის პოლიტიკა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს დამტკიცდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტით საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.

"საარჩევნო ადმინისტრაცია, ამ პოლიტიკის განხორციელებით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად," – აცხადებენ ცესკოში.

მათივე უწყებით, რაც დოკუმენტით სამი ძირითადი ამოცანის შესრულება მოხდება:

1. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება გენდერული უთანასწორობის პრევენციისა და საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა.

2. ინსტიტუციური პრაქტიკისა და პოლიტიკის დანერგვა გენდერული თანასწორობის მიღწევისა და სამუშაო ადგილებზე ქალების გაძლიერება.

3. პროგრამების შემუშავება და მათში დაინტერესებული მხარეების ჩართვა საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა გასაძლიერებლად.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 დეკემბრის დღის მეორე
ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის
დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
12:23 / 11.12.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის
ინფორმაციით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი
ცირკულირებს.
12:12 / 11.12.2025
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.