ახალი ამბები
ვანის "სულორი" სფფ–მ 1000 ლარით დააჯარიმა
FaceBook
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ვანის საფებურთო კლუბი "სულორი" 1000 ლარით დაჯარიმდა.

სფფ სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის სხდომა, სადაც ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს, 2016 წლის 24 აგვისტოს გაიმართა.

ფედერაციის განცხადებით, ვანის "სულორი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის დებულების დარღვევის გამო დაჯარიმდა.

კერძოდ, პირველი ლიგის მატჩში "სქური"-"სულორი", ამ უკანასკნელმა 5 შეცვლა განახორციელა, რაც დებულების 4.14 მუხლს ეწინააღმდეგება.

სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის სხდომაზე ამავე შეხვდრის მთავარი მსაჯისა და ასისტენტების დისკვალიფიკაციის საკითხზეც იმსჯელეს.

"სქური" - "სულორის" მატჩის მთავარ მსაჯს, გიორგი დოგრაშვილს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში 2016 წლის 1 ოქტომბრამდე და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

პირველ ასისტენტ ივანე მაჩიტიძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში სამი ტურით და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

მეორე ასისტენტ თეიმურაზ მაღლაკელიძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში ორი ტურით და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

სათადარიგო მსაჯ ილია ტუღუშს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში 2016 წლის 1 ოქტომბრამდე და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.