ახალი ამბები
7–8 სექტემბერს საქართველოს NATO-ს გენერალური მდივანი ეწვევა
FaceBook
ჩრდილოატლანიკურ საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში 7-8 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს არის ჩრდილოატლანიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერის და პარტნიორობის გამოხატულებაა.

"ამ ვიზიტის დროს შეფასდება საქართველოში განხორციელებული რეფორმები, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების სფეროში, ასევე დემოკრატიის მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომელიც შეადგენს ჩვენი სამოქმედო გეგმის შემადგენელ კომპონენტებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე განვიხილავთ იმპელემენტაციას იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ვარშავის სამიტზე მიიღეს. ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევადობა, ასევე საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების კუთხით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე განისაზღვრა ნაბიჯები პრაქტიკული თანამშრომლობის, რათა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ამაღლდეს და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან, ასევე განმარტა, რომ საქართველოს დღეს გააჩნია ყველა ის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა ნატო-ში ინტეგრაციისთვის და წევრობისთვის.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ამ ინსტრუმენტების შესახებ ისაუბრებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.