ახალი ამბები
ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ტრენინგზე რეგისტრაცია ცხადდება
FaceBook
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ინგლისური ენის მასწავლებლებს ტრენინგს სთავაზობს.

"ინგლისური ენის ციფრული რესურსები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა" ბრიტანეთის საბჭოს პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ტრენინგი 1-კრედიტიანია, რომელიც 16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო საათს მოიცავს.
მისი მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს ენის სწავლების პროცესთან სასწავლო ტექნოლოგიების ინტეგრირებაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასწავლებლები შეძლებენ ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას უცხოური ენის ოთხივე მიმართულების სწავლებისას.

ტრენინგის მონაწილეები იმუშავებენ საოფისე აპლიკაციებისა და ვიდეოს გამოყენებაზე ენის გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში, გაეცნობიან სტრატეგიებს, თუ როგორ განუვითარონ მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევები ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით, რა გზებით არის შესაძლებელი ლექსიკის ონლაინ სწავლება, როგორ მოვახერხოთ მოსმენისა და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევის განვითარება ონლაინ აუდიო-რესურსების დახმარებით. ასევე, რა კონკრეტული ონლაინ-რესურსი შეუძლიათ მათ შეარჩიონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული რესურსებიდან, ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად.

მასწავლებლები კურსის ფარგლებში შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან ციფრული რესურსი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ სატრენინგო აქტივობები და დავალებები შესაბამისობაშია ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკასთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის.

მსურველებს დარეგისტრირება მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე შეუძლიათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.